ამჟამად საიტიდან დაჯავშნა დროებით შეზღუდულია.
გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯავშნების დეპარტამენტს.
ბრენდი როიალ ბატონი ახალი, მასშტაბური პროექტია. როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაშია:
როიალ ბატონი საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალ მანძილზეა.
გსურთ დროში იმოგზაუროთ? მოწყდეთ ყოველდღიურობას და ზღაპრულ გარემოში დაისვენოთ? მაშინ ეწვიეთ წლის ნებისმიერ დროს, კახეთში, ილიას ტბასთან მდებარე სასტუმრო-სასახლეს როიალ ბატონი, რომელიც ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა.
როიალ ბატონის სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ჩვენ ასევე მოგიწყობთ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს, ჯუფურ შეჯიბრებებს, დაბადების დღეებს და სხვა ღონისძიებებს.
უნიკალური ბუნებისა და არიტექტურის ნაზავი, თვალისმომჭრელი ხედები, მაღალი დონის მომსახურება, საუკეთესო გარემოს ქმნის დასვენების, საქმიანი ურთიერთობების თუ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.
საუკეთესო მისამართი-როიალ ბატონი
ამჟამად საიტიდან დაჯავშნა დროებით შეზღუდულია.
გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯავშნების დეპარტამენტს.